27.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის
მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ჯგუფურად,
უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით წარსულში
ნასამართლევი ორი პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა, თბილისში, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი
სახლის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის
ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება მათ შორის: „მეფედრონი”,
„მეთადონი”,„მდმა”, „კლეფედრონი”, გამომშრალი „მარიხუანა” და „კეტამინი”
ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის
საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე და 260-ე კვარტა
მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიისრაელმა ირანში ნავთობქიმიურ ქარხანაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა
შემდეგი სტატიაპოლიციამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 1 პირი