11.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მარტი 17, 2026
banner

საპატრულო პოლიციამ თბილისში 30 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია უკრაინის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და  უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე  ა.პ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა თბილისში,  დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 30 შეკვრა სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი  და 19-260-ე  კვარტა მუხლის 1-ლი ნაწილით  მიმდინარეობს, რაც  10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშინატო-ში ესტონეთის ელჩი – “საქართველო დემოკრატიის შუქურა იყო – იმის დანახვა, როგორ იშლება ქართული დემოკრატია და როგორ ძლიერდება რუსული გავლენა, ძალიან ცუდია საქართველოსთვის”
შემდეგი სტატიააღკვეთილია ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე