3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

საპატრულო პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 57 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით – 1997 წელს დაბადებული ზ.ო. დააკავეს.

“პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული თბილისში ავტომობილით გადაადგილებისას გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა ზ.ო.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან, დიდი ოდენობით – 57 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაპოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავა