15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის
მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით,
უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უცხო ქვეყნის
მოქალაქე იმ დროს დააკავეს, როდესაც ყალბი დოკუმენტის გამოყენებით
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე და 362-ე მუხლების პირველი
ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიჩეჩნეთის მეთაურის არჩევნებში რამზან კადიროვმა ხმების 99,85% მიიღო
შემდეგი სტატიასააკაშვილი: „თბილისი და ბათუმი მალე 99%-ისთვის მიუწვდომელი გახდება“