15.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

საპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის  თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო  შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული ლ.კ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა თბილისში,  ბრალდებულის პირადი, საცხოვრებელი სახლის  ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან  ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ და ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიახმეტაში ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაულებისთვის 1 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაპოლიციამ თბილისში ძარცვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 2 პირი