საპატრულო პოლიციამ ძარცვის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირობითი
მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1993 წელს დაბადებული დ.კ. ძარცვის მცდელობის
ბრალდებით თბილისში დააკავეს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
გამოძიებამ დაადგინა, რომ დ.კ.-მ ქალბატონს ხელჩანთა გასტაცა, სადაც 710
ლარი და პირადი ნივთები იყო და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.
პატრულ-ინსპექტორებმა დ.კ. შემთხვევის ადგილიდან ახლოს, რამდენიმე წუთში
დააკავეს.

პოლიციამ ფული და პირადი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება ძარცვის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის
კოდექსის 19-178-ე მუხლის პირველი ნაწილით.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის სადამკვირვებლო მისია – ცხელი ხაზი აქტიურად გამოიყენება ყველა მხარეს შორის ინფორმაციის გასაცვლელად
შემდეგი სტატიადე ფაქტო „საგარეო უწყება“: კატეგორიულად მოვითხოვთ უკანონო სამუშაოების შეწყვეტას, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლო შედეგებზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრება