შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის
მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, აჭარაში ჩატარებულ
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და
ტარების ფაქტებზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1996 წელს დაბადებული მ.ა.
გამოავლინეს და დააკავეს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბათუმსა და ხელვაჩაურის
მუნიციპალიტეტში მ.ა. – ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის
შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხსასროლი იარაღები, 14 საბრძოლო
ვაზნა და რამდენიმე მჭიდი.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და
ტარების ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3
და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.


















