საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს ახალქალაქი-კარწახის ​გზაზე ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს

region
: region იანვარი 4, 2019 20:17

საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს ახალქალაქი-კარწახის ​გზაზე ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს

საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს ახალქალაქი-კარწახის ​გზაზე ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების, ქარბუქისა და ნამქერის გამო, ახალქალაქი-კარწახის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.

კერძოდ, აღნიშნული გზის გარკვეულ მონაკვეთებზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის, ასევე 30-ზე მეტი ადგილის მქონე ავტობუსების მოძრაობა. სხვა სახის ტრანსპორტისთვის გადაადგილება თავისუფალია.

უამინდობის გამო, ასევე შეზღუდულია მოძრაობა ფარავნის უღელტეხილზე, წალკა- ნინოწმინდის გზაზე.

region
: region იანვარი 4, 2019 20:17

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,288
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics