საპატრულო პოლიცია განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ,
რომ ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა
ნაწილობრივ შეიზღუდა.

მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით გზის აღნიშნულ მონაკვეთზე
მოძრაობა ერთი წამყვანი ხიდის მქონე ავტომანქანებისთვის მხოლოდ ზამთრის
საბურავებით და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის
დაშვებული. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა
დასაშვებია მხოლოდ ზამთრის საბურავებით-ნათქვამია საპატრულო პოლიციის განცხადებაში

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ზიარებისას ერთჯერადი კოვზები იქნას გამოყენებული
შემდეგი სტატიაპოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი