საპატრულო პოლიცია გახდება უფრო მოქნილი და მოდერნიზებული

არასრულწლოვანთა შორის ძალადობის მინიმუმამდე შესამცირებლად შსს-ში კრიმინალური პოლიციის რეფორმა იწყება.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, საპატრულო პოლიცია გახდება უფრო მოქნილი და მოდერნიზებული, ხოლო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა გაძლიერდება.

„2017 წლის განმავლობაში ჩვენ ევროპოლთან ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. სახელმწიფო პატრონაჟის ქვეშ მოექცევა არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის პრევენციის საკითხი. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განვახორციელეთ. კომპლექსურად ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ, მათ შორის, რომ მასობრივი სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და მთლიანად საზოგადოების ჩართულობის კონტექსტში, რომ არასრულწლოვანთა შორის ძალადობა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა 187 მსჯავრდებული შეიწყალა
შემდეგი სტატიააფგან მუხთარლის საქმეს ჩვენ მუდმივად შევეხებით ჩვენს ანგარიშებსა თუ განცხადებებში