საპატრულო ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 342.211 მლნ ლარზე მეტია

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 342.211 მლნ ლარზე მეტია – როგორც bpn.ge წერს, ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 52 მლნ ლარით გაიზარდა.

მონაცემების მიხედვით, წელს 11 თვეში ბიუჯეტში შესული 410 მლნ ლარიდან 342.211 მლნ ლარზე მეტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე გამოწერილ ჯარიმებზე მოდის. შედარებისთვის, წინა წელს იგივე მუხლით, ბიუჯეტში 302.284 მლნ ლარი შევიდა.

მიმდინარე წლის 11 თვეში სანქციებიდან ბიუჯეტში შესული თანხა თითქმის 52 მლნ ლარით გაიზარდა, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევიდან 41.6 მლნ ლარით.

საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებულმა შემოსავალმა 410 008 286 ლარი შეადგინა, მაშინ, როცა 2024 წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი 357 821 417 ლარი იყო.
ამასთან, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც.

კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-ნოემბერში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ხაზინაში 245 254 695 ლარი შევიდა, წინა წლის იგივე პერიოდში კი 203 634 383 ლარი.

banner
წინა სტატიაშიევროკომისია ევროპელი ლიდერებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებაზე აშშ-ისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს
შემდეგი სტატია“ბრალდებები მოგონილია, აშინებენ” – დიმიტრი სანაკოევი მეარაყიშვილზე