საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

საქართველოს საპატრიარქო მიხეილ სააკაშვილთან და გიული ალასანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. წმინდა სინოდის სხდომის საკითხებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განმარტება გააკეთა დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა. მისივე თქმით, მართლმადიდებელი სამყარო ემზადება წმინდა და დიდი კრების ჩასატარებლად, რომელიც საბერძნეთში ივნისში გაიმართება. მისივე განცხადებით, აქედან გამომდინარე, ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები იკრიბებიან, თავიანთ ადგილობრივ კრებას ატარებენ და წმინდა და დიდ კრებაზე განსახილველ საკითხებს განიხილავენ.

„დღევანდელ დღეს საქართველოს ეკლესიაში სწორედ ეს პროცესია. წმინდა სინოდი შეიკრიბა, რათა წმინდა და დიდ კრებაზე მისაღები დოკუმენტები განიხილოს, თავისი შენიშვნები გამოთქვას ან დაადასტუროს, რომ ეს საბუთები მისაღებია და ხელი მოეწერება. ამ დასკვნას წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ სინოდის წევრები გაგვაცნობენ“, – განაცხადა დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა.

16-27 ივნისს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გაიმართება მართლმადიდებელ ეკლესიათა წმინდა და დიდი კრება, რომელზედაც მართლმადიდებელი ეკლესია იმსჯელებს ისეთ საკითხებზე როგორიც არის: მართლმადიდებლური ეკლესიების ურთიერთობა სხვა არამართლმადიდებელ ეკლესიებთან, ქორწინების დამაბრკოლებელ მიზეზები, კერძოდ, შერეული ქორწინებები მართლმადიდებლებსა და არამართლმადიდებელს შორის, ქორწინება ნათესაური კავშირის შემთხვევაში და სხვა.

banner
წინა სტატიაშიმერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია,,ლორთქიფანიძის „პიჯაკი“ უფრო ძვირი ღირს, თუ მელიას ჯანმრთელობა”