18.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დაიწყო

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დაიწყო.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი დღეს სამ საპატრიარქო კანდიდატს გამოარჩევს. ასევე, დაასახელებს გაფართოებული კრების თარიღს.

„კანდიდატი უნდა იყოს არაუმეტეს 70 წლისა. რაც შეეხება განათლებას, როცა ადამიანს სამსახურში შეაქვს განცხადება, იტყვის, დიპლომი არ მაქვს, მაგრამ განათლებული ვარო?! – სინოდმა უნდა იხელმძღვანელოს მკაცრად, მართვა-გამგეობის დებულებით“, – განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

პატრიარქის არჩევის საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც 17 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გარდაიცვალა. ილია მეორე 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ანტონი: ისეთ მღელვარებაში ვარ, წარმოიდგინეთ, როგორი არჩევანი მაქვს გასაკეთებელი, ძმათა შორის
შემდეგი სტატიასაპატრიარქოში სინოდის სხდომა დაიწყო (ფოტოები)