საპატრიარქოში დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები მივიდნენ

ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები საქართველოს საპატრიარქოში მივიდნენ. ადგილზე იმყოფებიან მისი მშობლები, მეუღლე შვილებთან ერთად და დედმამიშვილები. დეკანოზის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, ის მედიასთან კომენტარს მხოლოდ შეხვედრის შემდეგ გააკეთებს. ოჯახის წევრები ილია მეორეს უნდა შეხვდნენ.

„შევეცდებით, პატრიარქი მამა გიორგის უდანაშაულობაში დავარწმუნოთ და ასევე, გვაინტერესებს თავად უწმინდესის პოზიცია მამა გიორგისთან დაკავშირებით“ – განაცხადა  თორნიკე მამალაძემ.

banner
წინა სტატიაშიე.წ „კორტების სპეცოპერაციის საქმეზე“ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“პატრიარქს სიტყვას აწყვეტინებდნენ”- მამა გიორგი მამალაძის ოჯახმა საპატრიარქო დატოვა