“საპატრიარქოში ჩახედვის უფლება არავის არ აქვს” – დედა ანისია ბოლოთაშვილი

news
ავტ.: news თებერვალი 22, 2017 11:45

“საპატრიარქოში ჩახედვის უფლება არავის არ აქვს” – დედა ანისია ბოლოთაშვილი

საპატრიარქოში ჩახედვის უფლება არავის არ აქვს – ეს განცხადება, ტელეკომპანია “რუსთავი2-ის ეთერში, გადაცემა “არჩევანში” დედა ანისია ბოლოთაშვილმა გააკეთა. მან საპატრიარქოს მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე ისაუბრა.

“საპატრიარქოში ჩახედვის უფლება არავის არ აქვს და არც გამოტანი. როგორც ჩვენ არ ვერევით ვინმეს საქმეში, პოლიტიკურ საქმეში არანაირად არ ვერევით, არაფრით არ შეიძლება, რომ საპატრიარქოს საქმეში ვინმე ჩაერიოს.

რომელიც განიკითხავს და განსჯის ჩვენ რა უფლება გვაქვს უფალი თვითონ განგვსჯის. ჩვენი ცოდვებით უფალთან წარვდგებით და ჩვენი ცოდვები იქ განიკითხება. არავის უფლება არ გვაქვს განსჯისა და განკითხვისა, ჩვენ ისეთი ძლიერი პატრიარქი გვყავს, რომ ის ყველაფერს თავის გზას მისცემს და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.

როგორ გგონიათ, წმინდა სინოდიდან, რომელი მეუფეებიც გინდა, სად წაიღებენ იმ ქონებას. მათ ხომ არც შვილები ჰყავთ. ზოგი ქალწულ ბერად არის აღკვეცილი და წასული… ლოცვებში მუხლმოდრეკილი, შრომაში და ჯაფაში გადიან, როგორ ფიქრობთ სად უნდა წაიღონ ეს ქონება, ვისმეს წაუღია იქ? ვისმეს თან წაუღია? ყველაფერი აქ რჩება…

დედა ანისია, პატრიარქის მდივან რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ შორენა თეთრუაშვილი საქართველოს პატრიარქს უანგაროდ ემსახურება.

“თავისი ახალგაზრდობა შესწირა საპატრიარქოს. პატრიარქის გვერდით , რომ არის უანგაროდ ემსახურება პატრიარქს. რასაც პატრიარქი კურთხევას მისცემს, მე მჯერა, რომ შორენა არანაირად არ გადადგმას პატრიარქის კურთხევის გარეშე რამის გაკეთებას. ეს ყველაფერი არის სიცრუე,”-აცხადებს დედა ანისია ბოლოთაშვილი​.

news
ავტ.: news თებერვალი 22, 2017 11:45