საპატრიარქოში არსებული დაძაბულობა, ინსპირირებულია როგორც შიდა, ასევე გარე ძალებისგან და ამაში წვლილი აქვს როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე რუსეთსაც

ნიკა მელია

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, საპატრიარქოში არსებული დაძაბულობა, ინსპირირებულია როგორც შიდა, ასევე გარე ძალებისგან და ამაში წვლილი აქვს როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე რუსეთსაც, რომელსაც სურს საქართველოს ეკლესიაზე კონტროლის დაწესება:

“ეს რა თქმა უნდა განპირობებულია ბევრი პრობლემით, რომელიც დღეს სახელმწიფოში არსებობს. ეს დღეს არ დაწყებულა, დღევანდელი დღე რომც არ მომხდარიყო იმ სახით, როგორც განვითარდა, ხომ ყველამ ძალიან კარგად ვიცოდით, რომ მათ შორის საპატრიარქოს თავზეც არ იყო უღრუბლო ცა და არსებულ პრობლემებზე არა მარტო თეოლოგები, არამედ სასულიერო პირებიც კი საუბრობდნენ. როგორც ჩანს არის პრობლემების სხვადასხვა განშტოება, დაწყებული იქიდან, რომ საპატრიარქოში მიმდინარეობს ღია ბრძოლა გავლენებისთვის, რომელიც არის ინსპირირებული. როგორც შიგნიდან. ასევე გარედან, ასევე ამ ყველაფერში ხელისუფლების როლი არის არაუმნიშვნელო, ასევე არის პრობლემა ჩვენი ძირგამომთხრელი სახელმწიფოს მხრიდან მომდინარე, რომელსაც აქვს დაუოკებელი სურვილი კონტროლი დააწესოს მაქსიმალურად ქართულ ეკლესიაზე, ვინაიდან მათ მშვენივრად იციან ქართული ეკლესიის როლი ქართულ სახელმწიფოში,”- განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელია გამოთქვამს იმედს, რომ სასულიერო და საერო სფეროები მკვეთრად იქნება გამიჯნული და ეკლესია პოლიტიკურ ბატალიებზე მაღლა დადგება:

“საერო და სასულიერო სფეროები უნდა იყოს მკვეთრად გამიჯნული და მე იმედს ვიტოვებ, რომ მოხერხდება ადრე თუ გვიან, რომ ეკლესია დადგეს პოლიტიკური ბატალიების მაღლა ისე როგორც უნდა იყოს და ხელისუფლება არ ერეოდეს საეკლესიო საკითხების გადაწყვეტაში,”- აღნიშნა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიარჩილ გამზარდია: სინოდში არცერთი მღვდელმთავარი არ დაუდგა გვერდით, არადა სულ ცოტა, რამდენიმე ვიცი, ვინც პეტრეს აგიჟებდა
შემდეგი სტატიარუსთავის ეპარქია დროებით მცხეთა – თბილისის ეპარქიას დაექვემდებარება