საპატრიარქოში არ გამორიცხავენ, რომ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო კობაიძე დაინიშნოს

საპატრიარქოში არ გამორიცხავენ, რომ ზურაბ ბუჩუკური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო კობაიძემ ჩაანაცვლოს. კობაიძე ამჟამად ილია მეორის დაცვის წევრია – ის საპატრაირქოში სოსო ოხანაშვილის პოსტიდან წასვლის შემდეგ მივიდა.

პარალელურად, ედიშერ ქარჩავა ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურაში ისევ მისვლას და საგამოძიებო უწყებისთვის მეუფე პეტრე ცაავას მიმართ ბრალდებებთან დაკავშირებით დამატებითი ინფომრაციის მიწოდებას გეგმავს.

“მეუფე პეტრეს მოქმედება დღესაც ყოველდღიურად გრძელდება მისი უწმინდესის წინააღმდეგ, რაც გამოიხატება ძალიან ბინძური და მიუღებელი ხერხებითა და მეთოდებით კათოლიკოს პატრიარქის მიმართ მძიმე ბრალდებების, შეურაცხყოფისა და მისი საპატრიარქო ტახტიდან ჩამოცილების თაობაზე,” – აცხადებს ედიშერ ქარჩავა.

banner
წინა სტატიაშისოლიდარობის მორიგი აქცია – აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდამჭერები სუს-თან შეიკრიბებიან
შემდეგი სტატიადღეიდან ზუგდიდში გარე მოვაჭრეები დაჯარიმდებიან