საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ეკლესია მხარს დაუჭერს ერთსულოვნებისკენ მიმართულ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე იქნება დაფუძნებული

საქართველოს საპატრიარქო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქოს განცხადებით, პრეზიდენტმა პატრიარქს წარუდგინა ხედვა, რაც დაკავშირებულია საზოგადოებაში შერიგების პროცესთან.

მათივე ცნობით, ეკლესია მხარს დაუჭერს ერთსულოვნებისკენ მიმართულ ნებისმიერ ინიციატივას და ქმედებას, რომელიც დაფუძნებული იქნება ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოს პრეზიდენტი, ქ-ნი სალომე ზურაბიშვილი მიიღო. პრეზიდენტმა პატრიარქს წარუდგინა თავისი ხედვა, რაც დაკავშირებულია ჩვენს საზოგადოებაში შერიგების პროცესთან. მისი უწმინდესობაც და, ბუნებრივია, ეკლესიაც, ამჟამადაც, როგორც ყოველთვის, დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას და ქმედებას მიმართულს ერთსულოვნებისკენ, რომელიც დაფუძნებული იქნება ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე“, – ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიხოშტარია: პოლარიზაციის პროცესი ვერ დასრულდება პოლიტიკური დაჭერების ფონზე
შემდეგი სტატიაზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს გერმანიის სასამართლომ უვადო პატიმრობა შეუფარდა