“საპატრიარქოს წლების განმავლობაში, შეწყალების კომისიის გვერდის ავლითაც შეჰქონდა განცხადებები შეწყალებაზე”

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი საქართველოს საპატრიარქოს ტყუილში ამხილეს. საუბარია შეწყალების უფლებაზე, რომელზეც დრეს მამა მიქაელ ბოტკოველმა ისაუბრა.

როგორც ნიკა გვარამია ამბობს, საპატრიარქო წლების განმავლობაში იყენებს შეწყალების უფლებას ისე, რომ არავინ მიმართავს. მაგალითად მან ირაკლი ბათიაშვილის საქმე მოიყვანა:

“მე ტყუილს განვიხილავ როგორც ფაქტს, ამიტომ შემიძლია ვუპასუხო, რომ საქართველოს საპატრიარქოს წლების განმავლობაში, მათ შორის ამ ხელისუფლების დროს, ყოველგვარი მიმართვების, ყოველგვარი განსჯების, მეტსაც გეტყვით, შეწყალების კომისიის გვერდის ავლითაც, შეჰქონდა განცხადებები შეწყალებაზე. ბევრია ასეთი, ამოვიღებ ყველას.

მაგალითად შეგახსენებთ ირაკლი ბათიაშვილის ამბავს, რომელსაც არც არავისთვის არაფერი არ უთხოვია. ბრალი არ უღიარებია, საპატრიარქოს არაფერი არ განუხილავს. შეგახსენებთ, სამშობლოს ღალატისთვის იხდიდა იგი სასჯელს. მიუხედავად ამისა, საპატრიარქომ თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება და მიმართა საქართველოს პრეზიდენტს. დღეს ორმა ინსტანციამ გვითხრა უარი სააკაშვილის საქმის განხილვაზე. ერთია საპატრიარქო, რომელმაც თქვა, რომ შემოიტანეთ განაცხადი და განვიხილავთ. ეტყობა სამშობლოს ღალატი არ არის მძიმე დანაშაული, ასევე საპატრიარქოსგან ბევრი სხვა მძიმე დანაშაული შესულა პრეზიდენტთან, მათ შორის ნარკოტიკებთან დაკავშირებით, ამის სტატისტიკა არსებობს. მეორე – სასამართლო სისტემა, სადაც შევიტანეთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ აღსრულების გამოცემა, მაგრამ ხარვეზით გამოგვაბრუნა უკან” ამბობს ნიკა გვარამია

banner
წინა სტატიაშიგვარამია: სასამართლომ დაუყოვნებლივი აღსრულების ღონისძიების გამოცემაზე უარი თქვა
შემდეგი სტატიააფხაზეთის მთავრობა განცხადებას ავრცელებს