საპატრიარქოს წარმომადგენლები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ სამოქალაქო პანაშვიდზე დღეს და ხვალ მივიდნენ, რადგან კვირას ხალხის სამების ტაძარში შესვლის საშუალება არ ექნება.
“ხალხის ნაკადი არ წყდება დასავლეთ საქართველოდან, აღმოსავლეთ საქართველოდან. უმჯობესია, დღეს და ხვალ რომ მოვიდნენ სამძიმარზე, იმიტომ, რომ კვირას, დაკრძალვის ცერემონიალი როდესაც იქნება, თქვენ კარგად იცით და მოსახლეობამაც მინდა გაიაზროს, რომ გადატვირთული იქნება ქუჩები და მათ შორის გაუჭირდებათ შემოსვლა, რომ წრე დაარტყან. სტუმრები რომ იქნებიან, იქნება გადაკეტილი გზები და შესაბამისად, უკეთესი იქნებოდა დაკრძალვის შემდგომ, ერთი კვირის მერე, უბრალოდ მივიდეთ და საფლავზე მივაგოთ პატივი. დაზუსტებით არ ვიცი, მაგრამ როგორც სხვა პატრიარქებზე არის ზემოდან ქვა დადებული წარწერით, ისე იქნება”, – ამბობს საულიერო პირი.
ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.
















