საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნებას“ ახალი დირექტორი ჰყავს

საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორად ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

“10 მარტიდან ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) განთავისუფლდა საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორის თანამდებობიდან. აღნიშნული ტელევიზიის ხელმძღვანელად დაინიშნა ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეუფე პეტრემ აღნიშნული თანამდებობა წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით დატოვა. ის დღეს თანამშრომლებს დაემშვიდობა.

banner
წინა სტატიაშიBBC-ის პირდაპირ ეთერში, საკუთარი სახლიდან ჩართვის დროს, პროფესორ რობერტ კელის ოთახში შვილები შეუვარდნენ
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა ევროპარლამენტარებს საპასუხო წერილი გაუგზავნა