საპატრიარქოს ინფორმაციით, წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 20:30 საათზე ჩამოიტანენ

საპატრიარქოს ინფორმაციით, წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან თბილისის აეროპორტში დღეს, 20:30 საათზეჩამოიტანენ.„გაცნობებთ, რომ წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან თბილისის აეროპორტში დღეს, საღამოს, 20:30 საათზე ჩამოაბრძანებენ, ხოლო 21:30 საათისათვის მიაბრძანებენ საქართველოს საპატრიარქოში, საიდანაც (საპატრიარქოს საშვთა ბიურო) შესაძლებელი იქნება მისი განაწილება სხვადასხვა ტაძარსა და ეპარქიებში“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი თბილისის დროით 14:55 საათზე გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.

მართლმადიდებელი სამყარო 2 მაისს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე: მელია არის მხნედ, იგი იზიარებს, რომ ევროკავშირის გირაო მართლაც უპრეცედენტოა
შემდეგი სტატიაქართველ თეოლოგთა ნაწილი სააღდგომო ეპისტოლეს აქვეყნებს