9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

საპატრიარქოს ინფორმაციით, სამების ტაძარი, მოსაწესრიგებლად დროებით დაიხურება

სამების ტაძარი, მოსაწესრიგებლად დროებით დაიხურება ამაღამ, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე,- აღნიშნულ განცხადებას საპატრიარქო ავრცელებს.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარზე მომსვლელთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი მოსაწესრიგებლად დროებით დაიხურება ამაღამ, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე.

ერთი საათის შუალედით დახურვა გარდაუვალია ასეთი ნაკადის პირობებში.

ბოდის გიხდით შეფერხებისთვის“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიუზბეკეთის პრეზიდენტი: ამ რთულ დღეებში, ჩემი და უზბეკეთის ხალხის სახელით, გამოვხატავ გულწრფელ სამძიმარს
შემდეგი სტატია„ბიბისი“: გაერთიანებული სამეფო დათანხმდა აშშ-ს, გამოიყენოს მისი სამხედრო ბაზები