საპატრიარქოს გადაწყვეტილების შემდეგ, არქიმანდრიტი ილია თოლორაია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას კვლავ შეუერთდა.
მისი თქმით, ის დღეს მეუფე შიომ გაასამართლა, რომელიც რუსეთის მსახური და ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებელია.
დღეს გამასამართლა მეუფე შიომ, რომელიც არის რუსის მსახური, რუსეთისგან მოვლენილი, მაგრამ ამასთანავე დიდი სიყვარული და დიდი სითბო მივიღე აქ მდგომი ადამიანებისგან, ვისაც აქაურობა უყვარს, ასე ვიტყოდი, იმ ქართველებისგან, რომლებიც არიან რუსთაველზე მდგომი ქართველები.
მეუფე შიოს, რომელიც რუსეთის მსახურად არის დამდგარი, ბიძინა ივანიშვილის დავალებებს ასრულებს და აქ ნაცემ ახალგაზრდებზე სიტყვა არ ამოუღია ეპისკოპოსს, ღმერთის წინაშე რა უნდა თქვას, დასისხლიანებული ქართველების წინაშე რა უნდა თქვას,” – განაცხადა ილია თოლორაიამ.
ცნობისთვის, არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედების უფლება აუკრძალეს – ბრძანებას ილია მეორეს ხელმოწერა აქვს და 5 ნოემბრით თარიღდება.
















