საქართველოს საპატრიარქომ შეაჩერა მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის განჩინება, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე, გიორგი შინჯიკაშვილისთვის ზიარების უფლების 20 წლით შეჩერების შესახებ.
განცხადება საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე საქართველოს საპატრიარქოს გაფართოებული სონოდალური
კომისიის დასკვნადღეს 21 ივნისს გამოქვეყნდდა.
მიმდინარე წლის 19 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს ეკლესიის გაფართოებული სინოდალური კომისიის სხდომა.
სინოდალური კომისიის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია მარნეულისა და ჰუჯაბის
ეპისკოპოს გიორგისთან (ჯამდელიანი) დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ.
მოსმენილის საფუძველზე, გაფართოებულმა სინოდალურმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, რომ, საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებში გარკვევამდე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 6 ივნისს გამოტანილი განაჩენი შეჩერდეს”- წერია განცხადებაში.