15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

საპატრიარქომ ბერ ნიკოლოზის მცხეთაში დაკრძალვაზე მრევლს უარი უთხრა

საპატრიარქომ ბერ ნიკოლოზის მცხეთაში დაკრძალვაზე მრევლს უარი უთხრა.

 “ვიყავით საპატრიარქოში. საპატრიარქოს წარმომადგენლებს, როგორც ჩვენთვის ცნობილია, კირიონს და ჯაღმაიძეს შეხვდა მამა ნიკოლოზის ძმა, ზურაბი. ასევე ერთ-ერთი მრევლი, ლევან ფირცხალავა, და მათ კატეგორიული უარი განაცხადეს იმაზე, რომ მამა ნიკოლოზი იქნეს გადაბრძანებული და დაბრძანებული მცხეთაში. მთელი ქვეყანა ძალიან მალე იხილავთ რეალურად ვინ ზიან საპატრიარქოში და ვინ იყო ქრისტე მეფე ნარიმან ბაგრატიონი. დიდება მათ ძალას [სტილი დაცულია]”,_ ამბობს მრევლი TV პირველთან.
ბერ ნიკოლოზის მრევლმა საპატრიარქოს დღეს მიმართა, რომ ნიკოლოზ მაქარაშვილი სვეტიცხოვლის ან სამთავროს მონასტრის ეზოში დაიკრძალოს

ბერი ნიკოლოზი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი 19 აპრილს იპოვეს. ამის შემდეგ ბერის საცხოვრებელ სახლთან მრევლი შეიკრიბა, ისინი სახლში შეშვებას ითხოვდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. ამის გამო, მრევლსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

banner
წინა სტატიაშიისრაელის კათოლიკე ლიდერები: იესოს ქანდაკების განადგურება შემაშფოთებელია
შემდეგი სტატიასაპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს