საპატრიარქო უზენაეს სასამართლოს ე.წ. ციანიდის საქმის მასალების გასაჯაროების თხოვნით მიმართავს

საქართველოს საპატრიარქო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ მზია თოდუას განცხადებით მიმართავს. განცხადებაში საპატრიარქო უზენაეს სასამართლოს სთხოვს, გაასაჯაროოს ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებული მასალები.

„მოგმართავთ შემდეგი თხოვნით: მოგეხსენებათ, ე. წ. ციანიდის საქმეს“ ადევს გრიფით საიდუმლო, რაც ზოგიერთ პიროვნებას საშუალებას აძლევს სხვადასხვა ინტერპრეტაციის გაკეთებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა.

მართალია, კანონი კრძალავს აღნიშნული სახის მასალების გასაჯაროებას, მაგრამ შექმნილი ვითარების ფონზე, იქნებ იქნას გამონაკლისი დაშვებული, გასაჯაროვდეს ეს დოკუმენტები და ყველას მიეცეს საშუალება, გაეცნოს საქმის რეალურ მდგომარეობას, მითუმეტეს, რომ ამის მოსურნეა როგორც ბრალდებულის, ისე დაზარალებულისა და მოწმის მხარე, ამის მოსურნეა საქართველოს საპატრიარქო და საზოგადოება“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლისადმი გაგზავნილ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველო ლიეტუვის სამაგალითო გზას მიჰყვება
შემდეგი სტატიარომ მივიღოთ კანონი, აიკრძალოს 140 კგ-ს ქვემოთ ადამიანების პარლამენტში ან მინისტრად არჩევა, თქვენ ვერასდროს გახდებოდით მინისტრი – გოცირიძე ლევან დავითაშვილს