საპატრიარქო: თეთრუაშვილის PCR ტესტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი

საქართველოს საპატრიარქოში ამბობენ, რომ კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის PCR ტესტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი. საპატრიარქომ მედიასთან ჯერ დაადასტურა, რომ თეთრუაშვილი ინფიცირებული იყო, შემდეგ კი ეს ინფორმაცია უარყო.

“აღნიშნულის შესახებ გაცნობებთ, რომ ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს ნამდვილად ჰქონდა შეხება ადამიანთან, რომელსაც დაუდასტურდა კოვიდინფექცია. ამის შემდეგ სიმპტომები გამოუვლინდა თავად მდივან-რეფერენტსაც. ამჟამად იგი იზოლაციაშია. მან გაიკეთა PCR ტესტი, რომლის პასუხიც ხვალ იქნება ცნობილი”, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგახარია: კაპიტოლ ჰილზე ძალადობის კადრები შემაშფოთებელია
შემდეგი სტატიაირაკლი აბუსერიძეს რეგისტრაცია შეუჩერეს