14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ამა წლის 1 მაისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საქართველოს საპატრიარქოში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო.
საუბარი შეეხო საზღვარგარეთ იმ ქართულ დიასპორებთან შეხვედრას, სადაც ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე”,_  წერს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და ფოტოებს აქვეყნებს.

banner
წინა სტატიაშიდავით სონღულაშვილი: მინდა, მოგილოცოთ უდიდესი აღიარება, რომ საქართველო ხორბლისა და პურის უძველესი კერაა
შემდეგი სტატიაქვისცვენა ონთან, დროებით იკრძალება მოძრაობა- საავტომობილო გზების დეპარტამენტი