საპატრიარქო: შეიკრიბოს ქაშუეთის ტაძართან და დაესწარით ლოცვას

მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით მათ, ვინც დედაქალაქის სხვადასხვა ადგილას აპროტესტებს პრაიდის ორგანიზებას, შეიკრიბოს ქაშუეთის ტაძართან, თავი შეიკავოს ძალადობრივი ქმედებისაგან და მშვიდობიან ვითარებაში დაესწროს ლოცვას, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

„როგორც მოგეხსენებათ, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა დღეს დაგეგმილი აქცია გადადეს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დღეს, 17:00 საათზე, ქაშუეთის ტაძარში ტარდება სამშვიდობო პარაკლისი. შესაბამისად, კვლავ მოვუწოდებთ ყველას, განსაკუთრებით მათ, ვინც დედაქალაქის სხვადასხვა ადგილას აპროტესტებს პრაიდის ორგანიზებას, შეიკრიბოს ქაშუეთის ტაძართან, თავი შეიკავოს ყოველგვარი აგრესიული, ძალადობრივი ქმედებისაგან და მშვიდობიან ვითარებაში დაესწროს ლოცვას“,- აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშილომჯარია: მოვუწოდებ პოლიციას, უზრუნველყოს უსაფრთხოება, მოვუწოდებ მაღალი თანამდებობის პირებს, გააკეთონ სწორი განცხადებები
შემდეგი სტატიაპოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი