საპატრიარქო საკონსტიტუციო სასამართლოს დახურვას ითხოვს

საპატრიარქო ქვეყნის მთავარი – საკონსტიტუციო სასამართლოს დახურვას ითხოვს.

მართლმადიდებლური ეკლესიის სახელით განცხადება მეუფე შიოს თანაშემწემ, მამა ანდრია ჯაღმაიძემ, გააკეთა.

ჯაღმაიძე ამბობს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს საპატრიარქო ამ რეკომენდაციით საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს.

„რამდენადაც მე გავარკვიე საკონსტიტუციო სასამართლო არ არის აუცილებელი ატრიბუტი დემოკრატიული სახელმწიფოსი და ჩვენ ვხედავთ, რომ ოთხი მოსამართლის ლოგიკაზე არის დამოკიდებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება მომავალ თაობას, სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს და მას დღეისთვის აქვს ისეთი უფლება, რომ შესაძლებლობა აქვს ოთხი მილიონიანი ერის გადაწყვეტილება შეცვალოს ოთხმა ადამიანმა,“ – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

საპატრიარქოს ამ რადიკალური პოზიციის მიზეზი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა.

პირველმა კოლეგიამ გუშინ გააუქმა სასჯელი მარიხუანას მოხმარებაზე და ეს მუხლი არაკონსტიტუციურად სცნო.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ მარიხუანას მოხმარების ლეგალიზების შემდეგ დაწესდეს ასაკობრივი ზღვარი და მოხდეს ფასის კონტროლი
შემდეგი სტატიასუბარსა და ხაიშელებს შორის შეხვედრა გადაიდო – სვანეთში მინისტრთა კაბინეტის წევრებს ელოდებიან