საპატრიარქო სადეზინფექციო სამუშაოებისთვის საჭირო ხსნარს ხვალიდან მიიღებს

ხვალიდან შპს „საქართველოს საინჟინრო აკადემია, სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი” საპატრიარქოს სადეზინფექციო ხსნარს მიაწვდის, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე Facebook-ზე წერს.

„ხვალიდან შპს „საქართველოს საინჟინრო აკადემია, სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი” ეკოლოგიურად სუფთა სადეზინფექციო ხსნარს მიაწვდის საპატრიარქოს, საიდანაც ნებისმიერ ტაძარს საშუალება ექნება მისთვის საჭირო რაოდენობა გაიტანოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია ხსნარის გამოყენების შესახებ“, – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გუშინ განაცხადა, რომ ტაძრებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებისთვის საპატრიარქოსგან ოფიციალურ მიმართვას ელოდებიან.

banner
წინა სტატიაშილაშა ჩხარტიშვილი: „თვითიზოლაცია ჩანაცვლდეს კარანტინით, დაიკეტოს ყველა ბარი და რესტორანი“
შემდეგი სტატიაბათუმის ინფექციურში გადაყვანილ ქალს კორონავირუსი არ დაუდგინდა