საპატრიარქო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

“ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დაძაბულობიდან გამომდინარე, მივმართავთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, საზოგადოების ყველა წევრს – დაუშვებელია ისედაც დაძაბულ ფონზე გინებითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით დაპირისპირების შემდგომი ესკალაცია.

დაპირისპირების ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაზრდა საზიანო იქნება ჩვენი ქვეყნისათვის. ძალადობა ვერასდროს იქნება სიკეთის მომტანი, ის დააზარალებს არა მხოლოდ ცალკეულ ადამიანებს, არამედ მთელ ჩვენს საზოგადოებასა და სახელმწიფოს.

ყველას მოგიწოდებთ სიმშვიდისაკენ!” – ნათქვამია განცხადებაში

banner
წინა სტატიაშიპეტერბურგში ესტონეთის კონსული დაიჭირეს
შემდეგი სტატიაპარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოეტი ირაკლი კაკაბაძე დაშავდა