საპატრიარქო: რუსეთის პატრიარქის ქმედება გაუგებარია და აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად

“მართალია, მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე არ იძებნება აფხაზეთის “პრეზიტენდისადმი” რუსეთის ეკლესიის მეთაურის მილოცვა, მაგრამ, ვინაიდან მათი მხრიდან არ მოხდა ამ ფაქტის უარყოფა, ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას:

აფხაზეთის მიწა-წყალი რომ ძირძველი ქართული ტერიტორიაა და იგი მხოლოდ საქართველოს საზღვრების ერთიანობაში უნდა იქნას აღქმული, ამას არც რუსეთის ეკლესია უარყოფს და აღნიშნულ სივრცეში საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აღიარებს. ამ ფონზე მისი უწმინდესობის, კირილეს, ქმედება ჩვენთვის გაუგებარია და აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად, რაც ქართველებსა და აფხაზებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობისაკენ სწრაფვის შემაფერხებელია.

გამოვთქვამთ იმედს, რუსეთის ეკლესია პატივისცემით მოეპყრობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და, გამომდინარე ქრისტიანული სწავლებიდან, ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს, ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. ”
საქართველოს საპატრიარქო, რუსეთის პატრიარქის კირილეს მიერ აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტისთვის, რაულ ხაჯიმბასთვის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მილოცვის ფაქტს გამოეხმაურა.

banner
წინა სტატიაშიჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც უნდა ავიღოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი: ეს არის ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის, ესა რის ბრძოლა უსამართლობას და სამართლიანობას შორის