საპატრიარქო: პატრიარქმა პომპეო დალოცა

admin
ავტ.: admin ნოემბერი 18, 2020 12:24

საპატრიარქო: პატრიარქმა პომპეო დალოცა

საქართველოს საპატრიარქოში კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ხვდება.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, შეხვედრის დაწყებისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა სახელმწიფო მდივანი, რომელმაც, “თავის მხრივ, სიხარული გამოხატა უწმინდესთან შეხვედრის გამო”.

შეხვედრას საპატრიარქო ტახტის მოსაყრდე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ქალბატონი კელი დეგნანი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან.

მაიკ პომპეო საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას უკვე შეხვდა. შშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პომპეო საქართველოში ვიზიტისას სამოქალაქო სექტორს შეხვდება და მათ შეხედულებებს მოისმენს კანონის უზენაესობაზე, მოსამართლეთა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე. შეხვედრა სასტუმრო შერატონში 12:05-ზე შედგება.

admin
ავტ.: admin ნოემბერი 18, 2020 12:24