საპატრიარქო პატრიარქის ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო მიხეილ სააკაშვილთან და გიული ალასანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებსსაქართველოს საპატრიარქო პატიმრების შეწყალების უფლების შესახებ საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს თხოვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“5დეკემბერს რუსთაველის თეატრში შედგა სპექტაკლი პატიმარი ქალების მონაწილეობით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო თეატრის სცენა და დარბაზი მჯავრდებულებს დაეთმო. წარმოდგენაც და შექმნილი გარემოც მეტად ემოციური იყო; მისმა უწმინდესობამ სწორედ ამ ფონზე ბრძანა, რომ კარგი იქნებოდა, პატრიარქსაც ჰქონოდა პატიმრების შეწყალების უფლება.

ეს იყო მათდამი სოლიდარობის, მათი დახმარებისა და თანადგომის სურვილით ნათქვამი აზრი და არა მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე ამ წინადადების განხილვისა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში„თურქეთი არავის მიწებს არ ხელყოფს და არც შეუძლია“
შემდეგი სტატიარამზან კადიროვი თვლის, რომ ამერიკა ისლამური მსოფლიოსთვის საშიშროებას წარმოადგენს