“საპატრიარქო ყარს” – მეუფე პეტრე ერს საეკლესიო კრების მოწვევის მოთხოვნისკენ მოუწოდებს

საეკლესიო სასჯელი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს – სასულიერო პირი, რომელსაც მღვდელმსახურება შეუჩერეს, დარწმუნებულია, რომ “ოცნების“ მიერ მართულმა მაღალმა იერარქებმა კობახიძეზე დაწერილი სტატუსი არ აპატიეს.

სასულიერო პირები მიიჩნევენ, რომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილისთვის მღვდელმსახურების შეჩერება თავად პატრიარქის გადაწყვეტილება არ არის და მის ფაქსიმილეს მისი მდივან რეფერენტი აყალბებს.

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ “საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენების გამო, მთელმა ერმა დიდი საეკლესიო კრება უნდა მოითხოვოს.“

მას აქვს მხოლოდ უფლებამოსილება მინიჭებული, მისი ფაქსიმილეს გამოყენებისა მის მდივან რეფერენტზე, რომელიც დღემდე რუხ კარდინალობას და ჩრდილოვან მმართველობას აგრძელებს საპატრიარქოში. ისინი იყენებენ ამ ფაქსიმილიას და აყალბებენ და აკეთებენ ყველაფერს, რაც მათთვის მისაღებია, მათი ბატონი რუსეთისთვის. ჩვენ იმდენი უკანონობა ვიხილეთ, იმდენად ყარს საპატრიარქო და მისი სცენარები, ე.წ. თოჯინების თეატრით წარმოჩენილი, რომ მთელმა ერმა დიდი საეკლესიო კრება უნდა მოვითხოვოთ, – განაცხადა პეტრე ცაავამ.

banner
წინა სტატიაშითელავში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაფართომასშტაბიანი ამნისტია მძღოლებისთვის – რა საფრთხეები არსებობს?!