საპატრიარქო იმ ეპარქიების სიას აქვეყნებს, სადაც მორწმუნეებს ოქტომბრის თვეში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების მოლოცვა შეეძლებათ

საპატრიარქო იმ ეპარქიების სიას აქვეყნებს, სადაც მორწმუნეებს ოქტომბრის თვეში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების მოლოცვა შეეძლებათ.

როგორც საპატრიარქოს ვებ–გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები მთელ საქართველოში მოგზაურობს. სიწმინდე უკვე იმყოფებოდა ალავერდისა და ხორნაბუჯის ეპარქიაში.

„ოქტომბრის თვეში სიწმინდე იმოგზაურებს საქართველოს შემდეგ ეპარქიებში:

ბოდბის ეპარქია 3-5 ოქტომბერი; ნეკრესის ეპარქია 5-9 ოქტომბერი; გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია 9-11 ოქტომბერი; საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია 11-13 ოქტომბერი; მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია 13-15 ოქტომბერი; რუსთავის ეპარქია 15-17 ოქტომბერი; გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქია 17-19 ოქტომბერი; ბოლნისის ეპარქია 19-21 ოქტომბერი; დმანისისა და ლორე-ტაშირის ეპარქია 21-23 ოქტომბერი; მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქია 23-25 ოქტომბერი

აგარაკ-წალკის ეპარქია 25-27 ოქტომბერი; ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია 27-29ოქტომბერი; ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია 29-31 ოქტომბერი. პერიოდულად შემოგთავაზებთ სიწმინდის მოგზაურობის განრიგს“, – აცხადებენ საპატრიარქოში.

წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში ინდოეთიდან 6 თვით 23 სექტემბერს ჩამოაბრძანეს.

banner
წინა სტატიაშიცხენოსნობა: მსოფლიო თასის ეტაპი კაჭრეთის ამბასადორში გაიმართება
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი კახა კალაძეს დებატებში იწვევს