საპატრიარქო დეკანოზ ილია ჭიღლაძისთვის მღვდელმოქმედების აკრძალვაზე განმარტებას აკეთებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური დეკანოზ ილია ჭიღლაძისთვის მღვდელმოქმედების აკრძალვასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დეკანოზთან დაკავშირებით დასკვნა რამდენიმე თვის წინ მიიღეს, თუმცა ამ დრომდე არ აქვეყნებდნენ იმ იმედით, რომ “ილია ჭიღლაძის კომენტარები კორექტულ ფარგლებს დაუბრუნდებოდა”.

“სინოდური კომისიის დღეს გამოქვეყნებული დასკვნა მიღებულია რამდენიმე თვის წინ. აქამდე არ გამოქვეყნებულა, რადგან რჩებოდა იმედი, რომ დეკანოზ ილია ჭიღლაძის კომენტარები კორექტულ ფარგლებს დაუბრუნდებოდა. უკეთეს შემთხვევაში, შესაძლოა, არც გამოქვეყნებულიყო, თუმცა ამ ხნის განმავლობაში მისი გამონათქვამები კიდევ უფრო გამძაფრდა და მეტი შეკითხვა გააჩინა მორწმუნე საზოგადოებაში, თუ რატომ არ ხდებოდა მისი საკითხის განხილვა.

სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა, გამოგვექვეყნებინა სინოდური კომისიის გადაწყვეტილება”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – ლორთქიფანიძისთვის ბრალის წაყენება რუსულ დაკვეთად მიმაჩნია…
შემდეგი სტატიაკობახიძე – გუნდში არის კონსულტაციები, დრო გვაქვს, რათა შეირჩეს ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურა და პრემიერმა დანიშნოს