საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების საკითხზე განცხადებას ავრცელებს

„ვინაიდან დეკანოზი გიორგი თვლის, რომ იგი მართალია და ითხოვს ზიარებას, ხოლო სასამართლო მას დამნაშავედ აცხადებს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც მიაჩნია, რომ აღნიშნული პიროვნების ზიარება არის შესაძლებელი, შეუძლია ეს განახორციელოს, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პირადი პასუხისმგებლობა“, – ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოის განცხადებაში, რომელიც საპატრიარქოს ოფიაციალურ ვებ–გვერდზეა გამოქვეყნებული.

აღნიშნული განცხადებით საპატრიარქო მსჯავრდებული დეკანოზის ძმის, თორნიკე მამალაძის მიერ საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე კარვის დადგმას და მის მოთხოვნებს ეხმაურება.

„ა.წ. 4 თებერვალს თორნიკე მამალაძის მიერ საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე კარვის დადგმამ იმ მოთხოვნით, რომ მისი ძმა, დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარონ, საერთოდ, საერო ხასიათი და ეკლესიაზე ზეწოლის თანამედროვე სახე შესძინა ამ საქმეს, რაც, რა თქმა უნდა, მიუღებლად მიგვაჩნია.

banner
წინა სტატიაშიიურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი აირჩიეს
შემდეგი სტატია„საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები არ შემდგარა, არჩევნები მოიპარეს“