საპატრიარქო: ჭყონდიდში ილია II-ს ფრესკა ნესტმა დააზიანა, ვანდალიზმი არ ყოფილა

საპატრიარქოს ცნობით, ჭყონდიდის ეპარქიაში ილია II-ს ფრესკაზე ვანდალური თავდასხმა არ მომხდარა და ფრესკები წლების განმავლობაში ნესტმა დააზიანა.

“როგორც ირკვევა, ამ სივრცეში რამდენიმე წლის წინ გადაწყდა მცირე ტრაპეზის მოწყობა და დაიწყო კედლების მოხატვაც, თუმცა მოგვიანებით სამუშაოები შეჩერდა. იქიდან გამომდინარე, რომ სამრეკლოს ეს სართული სარდაფის ტიპისაა, დროთა განმავლობაში ნესტმა კედლის მხატვრობა დააზიანა და გარკვეულ მონაკვეთებზე საღებავის ჩამოცვენა გამოიწვია.

შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია ვანდალიზმის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კედლის მხატვრობის ადგილზე გაცნობა, რომლის თაობაზეც დეტალურ ინფორმაციას დაწვრილებით მოგაწვდით”, – წერია განცხადებაში.

დღეს, 26 მარტს, “თაიმერმა” გაავრცელა ინფორმაცია და შესაბამისი ფოტოა მასალა, რომლითაც დასტურდება, რომ ჭყონდიდის ეპარქიის კომპლექსის ჩიქვანების სამსართულიანი ეკლესიის პირველი სართულის კელიაში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ფრესკა დაზიანებულია. თავის დროზე აღნიშნული ფრესკა მეუფე პეტრეს (ცაავა) დაკვეთით შეიქმნა. ამ თემაზე, კომენტარი არც მეუფე გრიგოლს (კაცია) და არც – მეუფე სტეფანეს გაუკეთებია.

საპატრიარქო კი საინფორმაციო სააგენტო „თაიმერს“ ბოიკოტს უცხადებს და შესაბამისად ჩვენ შეკითხვებს არ უპასუხა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ფული ჯოჯოხეთს უნდა ანათებდეს, მაგრამ ძალიან ცუდად ანათებს
შემდეგი სტატიაიან კელი: მელიას გათავისუფლება ეფექტიანი მოლაპარაკების შესაძლებლობაა