საპატრიარქო – ბორჯომში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში მსახურობდა, თუმცა რამდენიმე წელია, თვითნებურად დატოვა მონასტერი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ბორჯომში გუშინ მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული პირი წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში 2008 წლიდან მსახურობდა, თუმცა რამდენიმე წელია, თვითნებურად დატოვა მონასტერი.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გუშინ ბორჯომში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბრალდებულია ერთ დროს წალკის მამათა მონასტრის ბერი ანტონი (მაისურაძე). იგი წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში 2008 წლიდან მსახურობდა, თუმცა რამდენიმე წელია თვითნებურად დატოვა მონასტერი და ცხოვრობდა შინ.

ვადასტურებთ, რომ ბერი ანტონი ნამდვილად იყო დაბარებული გამოკითხვაზე.

მიმდინარეობს გამოძიება. სავარაუდოდ, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული ა.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშირიმა ბერაძე: თბილისი სულ უფრო ემსგავსება ევროპულ ქალაქს და ეს პროცესი კახა კალაძის მერობის პერიოდში შეუქცევადი გახდება
შემდეგი სტატიათბილისის მერი პოლიტიკურ ოპონენტებს: ასე როგორ შეიძლება გძულდეთ საკუთარი ქალაქი, რომ მუდამ დესტრუქციაზე ფიქრობდეთ?!