საპატრიარქო ადასტურებს, რომ ილია მეორეს მიმართვა მონტაჟია და არა წელს ჩაწერილი ვიდეო

როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს:

პატრიარქის საახალწლო მილოცვასთან დაკავშირებით ზოგი ადამიანი “საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს” იხსენიებს აუგად.
დეტალურ ახსნებს ვერ დავიწყებ რიგი მიზეზების გამო, უბრალოდ სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ არაფერი ამასთნ არც მე პირადად და არც სამსახურს არ აკავშირებს.
ამასთანავე, რადგან ასეთი სახის დამოტაჟებული იყო, ვიდეო არ დევს ჩვენი სამსახურის გვერდზე. მიმაჩნია, მინიმუმ მითითებული უნდა ყოფილიყო, რომ ეს არის მონტაჟი და არა ორიგინალი,-წერს ჯაღმაიზე

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი ილია ჭიღლაძე ირწმუნებოდა, რომ მილოცვა ახალი არ არის და პატრიარქის სიტყვები წინა წლების მილოცვის ტექსტიდანაა ამოღებული და დამონტაჟებული.

banner
წინა სტატიაშიმოქალაქე ია გაბუნია ამბობს, რომ უცნობი პირები სახლთან თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ
შემდეგი სტატია“საქართველო რუსეთის აგენტის ივანიშვილის მმართველობის პირობებში გახდება გარიყული სახელმწიფო, როგორც კი კონგრესი მიიღებს “საქართველოს კოშმარის არაღიარების აქტს”