14.3 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

საპატრიარქო: 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს პირველად აღვნიშნავთ ილია II-ის გარეშე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა.

წელს აღნიშნულ დღესასწაულს პირველად აღვნიშნავთ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარეშე და ახლად არჩეული კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მეთაურობით.
ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებშიც აღინიშნება სასულიერო პირებისა და მრევლის ერთობლივი ლოცვითი მსვლელობით.

ეს დღე იქნება სახე ღვაწლმოსილი პატრიარქის საქმეების გაგრძელებისა და მორწმუნე ხალხში მისი ცოცხალი ხსოვნის დემონსტრირებისა”,_ აცხადებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

banner
წინა სტატიაში“დანიასთან პარალელების გავლება, როცა ასეთი მძიმე ვითარებაა ქვეყანაში, არის ფარისევლობა” – ლაშა ფარულავა
შემდეგი სტატიაერთ დღეში ოქრო 13 ლარით გაიაფდა