7.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
banner

საპატიმროს დატოვებიდან მეორე დღეს თელავში კაცმა ცოლს სცემა

საპატიმროს დატოვებიდან მეორე დღეს თელავში კაცმა ცოლს სცემა.

ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე გვიან ღამით მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კაცის მხრიდან ძალადობას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

თვითმხილველებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა კაცი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს, ნაცემი ქალი კი ტერიტორიას გაარიდეს.

შსს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126¹ მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: რუსთაველის პროსპექტის მსგავსი „უპასუხისმგებლო, ანტისანიტარიული და საშიში ინფრასტრუქტურული ქაოსისთვის“ ხელისუფლება უნდა გადაგდეს
შემდეგი სტატიათბილისში მოზარდებს შორის დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო