საპარლამენტო ოპოზიცია საფრანგეთში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს გმობს და ფრანგ ხალხს სოლიდარობას უცხადებს

საპარლამენტო ოპოზიცია საფრანგეთში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს გმობს და ფრანგ ხალხს სოლიდარობას უცხადებს

საპარლამენტო ოპოზიცია საფრანგეთში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს გმობს და ფრანგ ხალხს სოლიდარობას უცხადებსსაპარლამენტო ოპოზიცია საფრანგეთში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს გმობს და ფრანგ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.

დეპუტატები ფიქრობენ რომ განხორციელებული ტერორისტული აქტი სიტყვის თავისუფლებაზე შეტევაა და მსგავსი თავდასხმებისგან მსოფლიომ თავი ერთიანი ძალებით უნდა დაიცვას.

“ნაციონალური მოძრაობის წევრი”გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ რადიკალი ტერორისტების ქმედებები დროულად უნდა იქნას აღმოფხვრილი.

„სიტყვის თავისუფლება არის ცივილიზაციის საწყისი და საფუძველი. ყველა ადამიანი და ქვეყანა უნდა გაერთიანდეს და მათ შორის ჩვენმა მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები იმისათის, რომ მსგავსი ტერორისტული აქტები თავიდან იქნას აცილებული“-აცხადებს გიორგი კანდელაკი.

„მთელი მსოფლიო უნდა დაირაზმოს ტერორიზმის წინააღმდეგ მათ შორის საქართველო,“- ასე ეხმაურება ზურაბ აბაშიძე პარიზში დაგეგმილ მილიონიან მარშს.

აბაშიძე ფიქრობს, რომ ის რაც საფრანგეთში მოხდა მხოლოდ ფრანგების პრობლემა არაა და ეს ტერორისტული აქტი სიტყვის თავისუფლებისკენ მიმართული აქტია რაც დაუშვებელია ცივილური სამყაროსთვის.

banner
წინა სტატიაშილე პენმა მომხრეებს მოუწოდა პარიზის დემონსტრაციაზე არ წავიდნენ
შემდეგი სტატიაფრანსუა ოლანდი ებრაელებს გაძლიერებულ დაცვას დაჰპირდა