საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გაიმართება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გაიმართება.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, სხდომის გადადების მიზეზი საქართველოში დაგეგმილი ვიზიტები და ღონისძიებებია.

„არ მგონია, ვითარების დაძაბვას რაიმე წინაპირობა ჰქონდეს. ალბათ, სხდომას იმ კვირაში ჩავატარებთ. რაღაც ღონისძიებებია დაგეგმილი, პოლონეთის დელეგაცია ჩამოდის და ორმხრივ საპარლამენტო ასამბლეას ვქმნით.

ასევე, ბათუმში უსაფრთხოების დიდი ფორუმია დაგეგმილი, რომელსაც ნატო ატარებს. ობიექტური წინაპირობებია იმისათვის, რომ აღელვებას მენეჯმენტი გავუკეთოთ და ისეთ პერიოდს დაველოდოთ, როცა თემებზე, დამოკიდებულებებსა და ურთიერთობებზე ვიმსჯელებთ.

ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და ყველაფერი კარგად იქნება. საზოგადოება ამ რაღაც შიდა დაძაბულობით დაიძაბა, რასაც წინაპირობა არ გააჩნია“, – განცხადა გია ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა შაბათისთვის იყო დაგეგმილი, რომელზეც ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ უნდა ემსჯელათ.

banner
წინა სტატიაშიდაკავებულია ქვემო ქართლის ადმინისტრირების, იძულებითი ღონისძიებების სამმართველოს მთავარი ოფიცერი
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია : სათვალთვალო კამერების მეშვეობით დასაქმებულთა პირად ცხოვრებაში ჩარევის ინფორმაციაზე შესაბამისი რეაგირება გვექნება