საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე გოგი თოფაძის განცხადების გამო ბოდიშს იხდის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე გოგი თოფაძის განცხადების გამო ბოდიშს იხდის.საუბარია თოფაძის იმ განცხადებაზე, რომელიც დეპუტატმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე თურქეთთან დაკავშირებით გააკეთა.

„ეს არის არაკორექტული განცხადება ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მისამართით

მინდა, აღვუთქვა ჩვენს თურქ პარტნიორებსა და კოლეგებს, რომ ამ აზრს არ იზიარებენ საპარლამენტო უკრალესობა და და საქართველოს მთავრობა“,-აღნიშნა კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გოგი თოფაძემ დღეს შემდეგი განცხადება გაკეთა: „ იმას, რომ “გაზპრომიდან” მივიღოთ დამატებითი აირი, სულ სხვა პოლიტიკური ელფერი მიეცა. ხვალ შეიძლება ირანიდან შემოვიდეს გაზი ან თურქმენეთიდან. ამაზე ააგეს საუბარი, რომ თურმე როგორ შეიძლება რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები დაიკავა და “გაზპრომთან” საუბარი არ შეიძლება, მწვანილის, ღვინის გატანა შეიძლება და თუ ასე ვუდგებით, მაშინ თურქეთიდან რომ ამდენი ნაგავი შემოაქვთ, იქ არ არის ჩვენი ტერიტორიები დაკავებული?“.

banner
წინა სტატიაში“ისლამური სახელმწიფო” მალაიზიის პრემიერის გატაცებას ცდილობდა
შემდეგი სტატიალევან გაჩეჩილაძე “მაესტროს” შენობაში არ შეუშვეს