საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატებმა შესაძლოა, ფრაქცია შექმნან

საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატებმა შესაძლოა, ფრაქცია შექმნან.

საპარლამენტო უმრავლესობიდან უკვე შვიდი დეპუტატი გავიდა და მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ პარლამენტში დამოუკიდებელი ფრაქცია შექმნან.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის საკონსტიტუციო ცვლილებებმა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. საკითხზე თავისუფალი კენჭისყრა ჩატარდა. საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ პროექტს კი, 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი წინააღმდეგი იყო.

კენჭისყრის შემდეგ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა, ასევე უმრავლესობის დეპუტატებმა – თამარ ხულორდავამ, სოფო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ, ირინა ფრუიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა და ზაზა ხუციშვილმა საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს. მოგვაინებით უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურისთავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.

banner
წინა სტატიაშივადამდელი გარდამავალი მთავრობით, პროპორციული წესით – საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნა
შემდეგი სტატიახუხაშვილი ივანიშვილზე: მე მოკლე წერილს დავწერდი – “პირობა დავდე. ვერ შევასრულე. წავედი”