საპარლამენტო უმრავლესობიდან დღეს გასულ დეპუტატებს საპარლამენტო თანამდებობების დატოვება მოუწევთ

საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან დღეს წასულ გიორგი ხოჯევანიშვილს, ალექსანდრე მოწერელიასა და ბექა ლილუაშვილს საპარლამენტო თანამდებობების დატოვება მოუწევთ. ამის მიზეზი ის არის, რომ ისინი თანამდებობებზე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.

კერძოდ, გიორგი ხოჯევანიშვილი თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო, ალექსანდრე მოწორელია აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო ბექა ლილუაშვილი დარგობრივი კომიტეტის პირველი მოადგილე.

რეგლამენტის გათვალისწინებით, ფრაქციიდან გასვლის გამო, დეპუტატებს კომიტეტის წევრობა უწყდებათ, რადგან ისინი კომიტეტის წევრები სწორედ ფრაქციის კვოტით გახდნენ.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე – ყველა ვცდილობთ, რომ ქვეყანაში აღარ იყოს მძიმე ლოკდაუნი
შემდეგი სტატიაპაატა იმნაძე – საქართველოში რეინფიცირების ერთ ერთი შემთხვევა ორთვე-ნახევარში დადასტურდა